ლონდონში გამართული საერთაშორისო ტურისტული გამოფენა-ბაზრობა WTM London 2019-ის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მარიამ ქვრივიშვილმა საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიკომპანია Flynas-ის აღმასრულებელ დირექტორთან ბანდერ ალმოჰანასთან გამართა მოლაპარაკებები.
როგორც ცნობილია Flynas-ი ერ-რიადიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს, ზამთრის სეზონზე კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.
როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ლონდონის გამოფენის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შედგა, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედადან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით რეისების გახსნაზე.
ზამთრის სეზონზე საუდის არაბეთის მსხვილი ქალაქებიდან რიადი და ჯედა თბილისის მიმართულებით ფრენები ჯამში კვირაში 5 სიხშირით განხორციელდება.