საუდის არაბეთის ეროვნული ავიაგადამზიდავი და შუა აღმოსავლეთის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, თბილისისა და ბაქოს მიმართულებით ფრენების გაგრძელებაზე აცხადებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები კვირაში 3 სიხშირით განხორციელდება.
საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე გასულ წელს შემოვიდა, დღეისათვის რიადიდან, დამამიდან და ჯედადან თბილისის მიმართულებით, ხოლო რიადიდან ბათუმის მიმართულებით ასრულებს რეისებს (სეზონური).
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა, რომელიც მსოფლიოში 35 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.
საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.