საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზე უკვე ოპერირებს, ახლა უკვე აზერბაიჯანის ავიაბაზარზე შედის.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია ბაქოს მიმართულებით იწყებს რეისების შესრულებას. უკვე გაწერილი გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში Flynas-ი ელ რიადიდან ფრენებს შეასრულებს თბილისის, ბათუმის, ბაქოს, ვენის, ტრაბზონისა და სარაევოს მიმართულებით.
ასევე დაგეგმილია ავიარეისების განხორციელება ჯიდადან თბილისის და ტრაბზონის მიმართულებით, ასევე დამამიდან თბილისის მიმართულებით.