საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი 15 მილიარდი დოლარის ღირებულების თვითმფრინავების შეძენაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ბანდერ ალ-მოჰანა Al Arabiya-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ Flynas-ი საჰაერო ხომალდების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს როგორც Boeing-თან ასევე Airbus-თან.
როგორც უცხოური მედია წერს, ავიაგადამზიდავმა დაგეგმილი ახალი შეკვეთების რაოდენობა 250 თვითმფრინავამდე გაზარდა და ასევე გეგმავს მიმართულებების რაოდენობის გაზრდას 70-დან 165-მდე.
Flynas-ი, რომელიც წილიც საუდის არაბეთის მილიარდერი პრინცის ალვალიდ ბინ ტალალის საინვესტიციო კომპანიის საკუთრებაა, არის ავიაკომპანია, რომლის ფლოტი მთლიანად შედგება ევროპული მწარმოებლის Airbus-ის თვითმფრინავებისგან.
2017 წელს Flynas-მა Airbus-ს A320neo-ს ოჯახის 80 თვითმფრინავის, კიდევ დამატებით 40 თვითმფრინავის შეძენის ოფციით შეკვეთა გაუკეთა.
Flynas საუდის არაბეთის სიდიდით მეორე ნაციონალური ავიაკომპანიაა. ავიაკომპანიის ფლოტი უახლესი საჰაერო ხომალდებით Airbus A320NEO შედგება.
საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულებაა, რომელიც მაღალმხარჯველი ტურისტებით გამოირჩევა.