ფრანგულ-კანადური კომპანია Flying Whales გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მისი სატვირთო დირიჟაბლი, LCA60T, მთლიანად წყალბადის საწვავზე გადაიყვანოს. კომპანია ამ მიმართულებით დაახლოებით ხუთი წელია მუშაობს.

თავდაპირველად, 200 მეტრის სიგრძის აპარატი, რომელსაც 60 ტონამდე ტვირთის გადაზიდვა შეუძლია, აღჭურვილი იქნება 4 მეგავატი სიმძლავრის ჰიბრიდული ელექტროძრავით. დირიჟაბლის ამწე ძალას უზრუნველყოფს 14 ჰელიუმის უჯრედი.

LCA60T-ის ძირითადი დანიშნულებაა მძიმე ტვირთის მიწოდება ძნელად მისადგომ ადგილებში, დატვირთვა-გადმოტვირთვის შესაძლებლობით ჰაერში შეჩერების რეჟიმში, დაშვების გარეშე.

კომპანიის აზრით, დირიჟაბლი ხელს შეუწყობს, მაგალითად, სატყეო რესურსების ათვისებას, რაც შეამცირებს ქვეყნების ეკონომიკურ დამოკიდებულებას ხე-ტყის იმპორტზე.