არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის გარდა ფრენებს ბათუმის მიმართულებითაც შეასრულებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, 12 მაისიდან, ავიაკომპანია flydubai დუბაი-ბათუმის-დუბაის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს.

29 აგვისტოს ჩათვლით რეისები კვირაში სამჯერ, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.