არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას ზრდის.
ავიაკომპანია 10 მაისიდან დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 14 სიხშირით, ანუ დღეში ორი სიხშირით შეასრულებს, ხოლო 25 ივნისიდან კი flydubai-ს სიხშირეები ისევ იზრდება.
უფრო კონკრეტულად 25 ივნისიდან flydubai კვირაში დუბაი-თბილისი-დუბაის მიმართულებაზე 21 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. შესაბამისად, 25 ივნისიდან flydubai დუბაისა და თბილისს შორის კვირაში 3 სიხშირით იფრენს.