არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai საქართველოს მიმართულებით სიხშირეების რაოდენობას აორმაგებს. როგორც flydubai-ს ოფიციალურ სავაჭრო აგენტი კომპანია Voyager-ში განმარტავენ, 19 თებერვლიდან flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს განხორციელდება.
დუბაი-თბილისი 12:30 – 16:00 საათი;
თბილისი-დუბაი 17:00 – 20:20 საათი.