არაბეთის გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია flydubai იძულებითი რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, 28 იანვრიდან საქართველოს ავიაბაზარზე ბრუნდება.
flydubai დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს და მგზავრებს როგორც დუბაი-თბილისის, ასევე თბილისი-დუბაის მიმართულებაზე მოემსახურება. თებერვალში ჩარტერული რეისები ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
თებერვალში ჩარტერული რეისები ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება.
დუბაი-თბილისი 12:30 – 16:00
თბილისი-დუბაი 17:00 – 20:20
flydubai-მ საქართველოს მიმართულებით რეისები COVID-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე 2020 წლის მარტიდან შეაჩერა.