არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებულმა ავიაკომპანია flydubai-მა ფართო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავები პირველად შეუკვეთა. ავიაკომპანიამ Boeing-თან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას 30 ერთეული Boeing 787-9 ფართო ფუჟელაჟის მქონე გრძელმაგისტრალური თვითმფრინავების მიწოდებაზე.
გარიგება საყურადღებო იმით, რომ flydubai ადრე მხოლოდ Boeing 737-ის ტიპის ვიწრო ფუჟელაჟის მქონე თვითმფრინავებს იყენებდა.
„Boeing 787-9 იდეალურად შეეფერება flydubai-ის საჭიროებებს, რადგან ის ცდილობს გახსნას გრძელვადიანი მარშრუტები და გაზარდოს შესაძლებლობები მის არსებულ ქსელში“, – თქვა Boeing Commercial Airplanes-ის პრეზიდენტმა სტენ დილმა.
ამჟამად flydubai-ის ფლოტში ყველაზე დიდი თვითმფრინავი არის Boeing 737 MAX 9, მას 6110 კმ-მდე მანძილზე 172 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.
Boeing 787-9-ის ტევადობა, მწარმოებლის თქმით, 296 ადგილია, ხოლო დიაპაზონი 14010 კმ. ამრიგად, ახალი ფართო ტანის Boeing-ის დახმარებით flydubai შეძლებს ტრანსკონტინენტური მარშრუტების გახსნას ავსტრალიისა და ამერიკისკენ.
Boeing-ის თანახმად, 787 ეფექტურია როგორც გრძელ, ასევე საშუალო მაგისტრალურ მარშრუტებზე.