ავიაკომპანია flydubai-მ ​დუბაის აეროპორტში თავისი ახალი ბიზნეს კლასის ლაუნჯი გახსნა, რომელიც პასპორტის კონტროლის უკან, ტერმინალ 2-ის გამგზავრების ზონაში მდებარეობს. ლაუნჯის ფართობი 900 კვ.მ-ია და ის იტევს 200-ზე მეტ მგზავრს.

სივრცეში არის მინის ფასადი, რომელიც გადაჰყურებს ასაფრენ ბილიკს. აქ მოგზაურებს შეუძლიათ ისარგებლონ საკვების სხვადასხვა ვარიანტებით. ლაუნჯში ასევე არის საშხაპეები, სალოცავი ოთახი, უფასო Wi-Fi, სამუშაო ადგილები და რამდენიმე დამტენი სადგური.

ახალი დიზაინი, რომელიც შეიცავს ბუნებრივ განათებას, შთაგონებულია “უდაბნოს დიუნების მშვიდი და მარადიული სილამაზით”. თბილი ტონები და მინიმალისტური ესთეტიკა ასახავს დუბაის ჰორიზონტს.

დარბაზში ვიზიტორთა ჩასხდომის კარიბჭეა განთავსებული და თვითმფრინავში მგზავრები სპეციალური ავტობუსები მიჰყავთ.

Emirates Skywards-ის პროგრამის წევრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ ლაუნჯის შეღავათებით, მათი წევრობის დონის მიხედვით.

2024 წელს flydubai ბაზარზე მოღვაწეობის 15 წლისთავს აღნიშნავს.