დუბაი-ბათუმი-დუბაის მიმართულებით სეზონური ფრენები განახლდა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, დღეს, 23 ივნისს, ავიაკომპანია FlyDubai-მ დუბაი-ბათუმი-დუბაის საჰაერო ხაზზე ოპერურება განაახლა. ზაფხულის სეზონზე, რეისები კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევსა და კვირას შესრულდება.
აღსანიშნავია, რომ FlyDubai ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2017 წლიდან დაფრინავს.