ესპანური აკადემია FlyBy Aviation Academy, რომელიც ევროპაში პილოტთა მომზადებაში ლიდერობს, საქართველოში ღია კარის დღის ჩასატარებლად ემზადება. შეხვედრა 19 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, Axis Towers-ში გაიმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება აკადემიის პირობები და შეთავაზებები. დამატებითი დეტალებისთვის შეგიძლიათ მიწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: events@flybyschool.com.
აღნიშნულ Open Days უხელმძღვანელებს გიორგი კახურაშვილი, Flyby-ს მფრინავი და წარმომადგენელი საქართველოში.

თბილისში დაგეგმილ Open Days უხელმძღვანელებს Flybys-ს დირექტორი პედრო კარლოს პავესი.

FlyBy Aviation Academy არის ესპანური საავიაციო აკადემია, რომელიც კომერციული პილოტების მომზადებაზეა ორიენტირებული. ის 2008 წელს ბილბაოში დაარსდა. 2015 წელს მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, აკადემიამ დაიწყო საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი და „ყველა-ინკლუზივი“ პილოტების მომზადების პროგრამების შეთავაზება, რომელიც მოიცავს განთავსებას კამპუსში (კერძო სააბაზანოთი), სამჯერად კვებას და ტრანსპორტირებას აეროპორტამდე.
აკადემიის მთავარი ბაზა ესპანეთის ბურგოსის აეროპორტში მდებარეობს, სადაც FlyBy ოპერაციების 90%-ზე მეტს ახორციელებს. მათ ასევე აქვთ მეორე ბაზა სორია-გარაის აეროპორტშიდა იგეგმება მესამე ბაზის გახსნაც ზრდის მხარდასაჭერად.
FlyBy Aviation Academy გთავაზობთ როგორც ინტეგრირებულ, ისე მოდულურ კურსებს.
აკადემიას აქვს საკმაოდ დიდი და მზარდი ავიაპარკი – 2024 წლის ბოლოსთვის 45 თვითმფრინავით. მათ ასევე აქვთ 3 სიმულატორი, მათ შორის Entrol 4000 FNPT II სიმულატორი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, Airbus A320-ის ტიპის თვითმფრინავებზე ივარჯიშონ.
FlyBy Aviation Academy არის ესპანეთის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს (AESA) მიერ დამტკიცებული სასწავლო ორგანიზაცია, რეგისტრაციის ნომრით E-166. AESA არის EASA-ს (European Aviation Safety Agency) წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ FlyBy-ის მიერ გაცემული ლიცენზიები ძალაშია EASA-ს ყველა წევრ ქვეყანაში (მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ.).
ასევე, FlyBy არის ICAO-ს მიერ აღიარებული ინგლისური ენის საგამოცდო ცენტრი, რომელიც აკრედიტებულია უნგრეთის სამოქალაქო საავიაციო ორგანოს მიერ.













