ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას აცხადებს. როგორც კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ შეთავაზებაში წერია, ქუთაისიდან აქატაუს მიმართულებით ბილეთის 200 ლარიდანაა.
„მოდი ვიფრინოთ ყაზახეთში!
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან:
– აქტაუში მხოლოდ 200 ლარიდან
– ატირაუში მხოლო 225 ლარიდან
– ნურ-სულთანში მხოლოდ 282 ლარიდან
ფრენები განხორციელდება კვირაში 2 ჯერ აერობუს A320 ით
დაჯავშნეთ ადრე და მიიღეთ ყველაზე დაბალი ტარიფები FlyArystan-ის მობილურ აპლიკაციასა და flyarystan.com- ზე“, – აღნიშნულია FlyArystan-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.