საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal საქართველოს მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივშვილი წერს.
მისი განმარტებით, ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ავიაგადამზიდავი საქართველოში ოპერირებას ივნისიდან შეუდგება.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დღეს, წარმატებით დავასრულეთ საუდის არაბეთის სახელმწიფო ა/კ flyadeal მოლაპარაკებები!
2022 წლის ივნისიდან, კვირაში 15 სიხშირით , თბილისსა და ბათუმში, საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან პირდაპირი რეისები შესრულდება
ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ქვეყნის და კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო კვლავ განაგრძობს იყოს მოწინავე ტურისტული მიმართულებაა საუდის არაბეთში.
უსაფრთხოება, ქვეყნის მაღალი ცნობადობა, ტურისტული პროდუქტები და მარტივი საემიგრაციო რეგულაციები – ეს არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ავიაკომპანიამ საქართველოში ოპერირება გადაწყვიტა.
ვულოცავ ჩვენს ტურიზმის და ავიაციის სექტორს ამ მნიშვნელოვან სიახლეს! დარწმუნებული ვარ, უდიდეს წვლილს შეიტანს ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფი აღდგენის დინამიკაში”, წერს მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.