Fly Khiva-მ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ ტაშკენტიდან ბათუმში ბოინგ 757-300 ტიპის საჰაერო ხომალდით 121 მგზავრი ჩამოიყვანა.
🛬 ტაშკენტი-ბათუმი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე Fly Khiva ავიარეისებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შეასრულებს.
🛬 Fly Khiva არის უზბეკური ავიაკომპანია, რომელმაც საჰაერო ოპერატორის სერტიფიკატი 2023 წელს მიიღო და თავდაპირველად დაიწყო სატვირთო რეისების შესრულება Fly Khiva ევროპაში, ჩინეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. 2024 წლის დეკემბრიდან Fly Khiva-მ დაიწყო სამგზავრო რეისების შესრულებაც და ამ ავიაკომპანიის ერთ-ერთი პირველი მიმართულება სწორედ საქართველოა.
Fly Khiva-მ მიმდინარე წლის 3 მაისიდან ოპერირება დაიწყო ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.