ევროპული “ლოუკოსტერი” FlixBus-ი თურქეთის ბაზარზე შედის. FlixBus-ი მალე თურქული ავტობუსების კომპანია Kamil Koç-ის მფლობელი გახდება.
Kamil Koç თურქეთის 61 ქალაქში ოპერირებს. 2018 წელს კომპანიამ 20 მლნ მგზავრი გადაიყვანა. აღსანიშნავია, რომ თურქული კომპანიები ყოველთვის იყვნენ დაინტერესებული FlixBus-ის ქსელში ჩართვით, რომელიც მსოფლიოს 28 ქვეყნის, 2000 ქალაქის მიმართულებით, ყოველდღიურად 350 000-ზე მეტ რეისს ასრულებს.
FlixBus-სა და Kamil Koç-ის ამჟამინდელ მფლობელ Actera Group-ს შორის ხელშეკრულება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში გაფორმდება.