ავიაკომპანია Finnair-მა ბიოსაწვავის გამოყენება დაიწყო. Finnair-ი ევროკავშირის ემისიის სავაჭრო სისტემის (EU ETS) წევრია, რომელიც თავის მხრივ ადგენს საერთო ლიმიტს CO2-ის გამოყოფას ელექტროსადგურების, ენერგეტიკული ინტენსიური მრეწველობისა და სამოქალაქო ავიაციისგან.

EU ETS-ის მიზანია, 2013 წლიდან მოყოლებული, ატმოსფეროში ყოველწლიურად თბური გაზების გამოყოფა 1.74%-ით შეამციროს და საბოლოო ჯამში, 2020 წლისთვის 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 21%-იანი კლების ნიშნულს მიაღწიოს. 2021 და 2030 წლებისთვის კი კოეფიციენტი უნდა გაიზარდოს. რამდენიმე დღის უკან კი Finnair-მა ბიოსაწვავის გამოყენებით პირველი ფრენა განახორციელა. ავიაკომპანიამ ამ ეტაპზე ბიოსაწვავის გამოყენებით ჰელსინკი-სან-ფრანცისკო-ჰელსინკის რეისი განახორციელა. ჯერჯერობით საუბარია ამ ორ რეისზე, რადგანაც საწვავის შეძენა მსოფლიოში ბიოსაწვავის მწარმოებელი ერთადერთი კომპანია  SkyNRG-გან ლოჯისტიკურად საკმაოდ რთულია.