ავიაკომპანია Finnair-ის თვითმფრინავის კაპიტანმა, რომელიც სინგაპური-ჰელსინკის რეისს ასრულებდა, ბაქოს ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში გადაუდებელი დაშვების უფლება ითხოვა. აღნიშნულის მიზეზი კი მგზავრის ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება გახლდა.

Airbus A350 ბაქოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 02:31 საათზე დაეშვა.

ბაქოში მგზავრს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ბაქოს ერთ-ერთ სამედიცინო კლინიკაშიც მოათავსეს.

თვითმფრინავი ბაქოდან ჰელსინკის მიმართულებით 05:50 საათზე გაფრინდა.