რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, Finnair-ი თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს. საუბარია გლობალურად 200-მდე სამუშაო ადგილის შემცირებაზე, რაც ძირითადად მენეჯერებსა და აღმასრულებელ თანამდებობებს მოიცავს.
ავიაკომპანია აცხადებს, რომ ეს აუცილებელია, რათა კომპანიამ მომგებიანობა შეინარჩუნოს, მაგრამ გადაწყვეტილება ეკიპაჟსა და საოპერაციო სერვისის თანამშრომლებს არ შეეხებათ.
Finnair-ის ბიზნესმოდელი დაფუძნებული იყო ევროპისა და ააზიის დაკავშირებაზე, თუმცა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროპული გადამზიდავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, ფრენების დრო გახანგრძლივდა და არამომგებიანი გახდა.
მოლაპარაკებები სამუშაო ადგილების შემცირებაზე 5 ოქტომბრიდან დაიწყება და სულ მცირე, 6 თვეს გასტანს. დისკუსიების ნაწილი იქნება მათი სოციალური მხარდაჭერა, ვისაც შემცირება შეეხება. გეგმების განხორციელების შემთხვევაში, 200-მე სამუშაო ადგილი შემცირდება, მათგან 120 – ფინეთში. კომპანიას ფინეთში 770 თანამშრომელი ჰყავს აღმასრულებლების, მენეჯერებისა და ექსპერტების თანამდებობებზე. ეკიპაჟს შემცირება არ შეეხება, თუმცა, ხარჯების ოპტიმიზაციის ერთ-ერთ ზომად ავიაკომპანია ასევე განიხილავს ცვლილებებს დასაქმების პირობებში.