აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაცია (FAA) ჰაიტის მიმართულებით ფრენებს ერთი თვით აჩერებს.  CNN-ის ცნობით, FAA-მ გამოსცა შეტყობინება, რომელიც კრძალავს აშშ-ს სამოქალაქო ავიაციის ოპერაციებს ჰაიტის საჰაერო სივრცეში 10 000 ფუტის (3 ათას 48 მეტრზე) ქვემოთ.

ფრენები შეჩერებულია 30 დღით მას შემდეგ, რაც სამი ამერიკული ავიაკომპანიის თვითმფრინავს ესროლეს  ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსზე ფრენისას.

ორშაბათს, 12 ნოემბერს, პორტ-ო-პრენსში დაშვების მცდელობისას ესროლეს Spirit Airlines-ისთვითმფრინავს. სროლის დროს ეკიპაჟის ერთმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

მოგვიანებით JetBlue-მ განაცხადა, რომ ნიუ-იორკში ფრენის შემდგომი ინსპექტირების შედეგად ჰაიტიდან დაბრუნებულ მის ერთ-ერთ თვითმფრინავზე ტყვიით დაზიანება აღმოაჩნდა.

ავიაკომპანიის American Airlines-ის ცნობით, მის რეისს, რომელიც ჰაიტიდან მიფრინავდა, ასევე ცეცხლი გაუხსნეს.

ორმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა ფრენები ჰაიტის მიმართულებით, JetBlue-მ გააუქმა ფრენები 2 დეკემბრამდე, ხოლო American Airlines-მა შეაჩერა ფრენები მაიამისა და პორტ-ო-პრენსს შორის 12 თებერვლამდე.

თავდასხმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც ჰაიტის გარდამავალმა საბჭომ ფიცი დაადებინა ახალ პრემიერ-მინისტრს, ბიზნესმენ ალიქს დიდიე ფილს-აიმეს, რომელმაც პირობა დადო, რომ აღადგენდა დემოკრატიას და უსაფრთხოებას ქვეყანაში.

ორმა ამერიკულმა ავიაკომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა ფრენები ჰაიტის მიმართულებით, JetBlue-მ გააუქმა ფრენები 2 დეკემბრამდე, ხოლო American Airlines-მა შეაჩერა ფრენები მაიამსა და პორტ-ო-პრენსს შორის 12 თებერვლამდე.

თავდასხმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც ჰაიტის გარდამავალმა საბჭომ ფიცი დადო ახალი პრემიერ-მინისტრის, ბიზნესმენ ალიქს დიდიე ფილს-აიმე, რომელმაც პირობა დადო, რომ აღადგენდა დემოკრატიას და უსაფრთხოებას ქვეყანაში.

ჰაიტის გარდამავალმა საბჭომ სროლაში დაადანაშაულა შეიარაღებული ბანდები და პირობა დადო, რომ დამნაშავეებს სასამართლოს წინაშე წარადგენენ და ადანაშაულებენ მათ ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციაში.