ფრანგულმა სტარტაპმა Beyond Aero-მ განახლებული დიზაინის წყალბადის-ელექტრო ბიზნეს თვითმფრინავი წარადგინა, რომელსაც BYA-1 უწოდა.

მას შემდეგ, რაც 2023 წელს Le Bourget Air Show-ზე კონცეფცია გამოქვეყნდა, თვითმფრინავის სერტიფიცირებისა და კომერციალიზაციის დასაჩქარებლად კომპანიამ მრავალი გაუმჯობესება განახორციელა. Beyond Aero ახლა იმედოვნებს, რომ პირველ სერტიფიცირებულ ბიზნეს თვითმფრინავს ბაზარს 2030 წლისთვის მიაწოდებს.

ცნობილია, რომ თვითმფრინავს კუდის მხარეს ორ ელექტროძრავი ექნება და გამოიყენებს წყალბადის საწვავის უჯრედის სისტემას, რომლის სიმძლავრეა 2,4 მეგავატია. BYA-1 იტევს ექვს მგზავრს.

თავად Beyond Aero-ს თქმით, BYA-1 ფრენებს მნიშვნელოვნად ეკონომიურს გახდის. მოსალოდნელია, რომ თვითმფრინავის ტექნიკური ხარჯები დაახლოებით 50%-ით დაბალი იქნება, ვიდრე “ჩვეულებრივი” ფრთიანი მანქანების.

წყალბადის საწვავი, სავარაუდოდ, მომავალში ძალიან იაფი იქნება, რაც მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა იქნება BYA-1-ისთვის.