რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც გერმანულ კომპანია Fraport-ს (ფრანკფურტის აეროპორტისა და რიგი სხვა აეროპორტების ოპერატორი კომპანია) რუსული ბაზრის დატოვების შესაძლებლობა ეძლევა.
დოკუმენტი რუსეთის ოფიციალურ იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე უკვე გამოქვეყნდა.
Fraport-ი ერთ-ერთი წევრია იმ კონსორციუმის, რომელიც 2009 წლიდან სანკტ-პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტს მართავს.
2022 წლის მაისში Fraport-ის ხელმძღვანელმა შტეფან შულტემ განაცხადა, რომ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ჰოლდინგს 2025 წლამდე აქციონერებისგან გასვლის შესაძლებლობა არ აქვს. თუმცა, 2023 წლის სექტემბერში VTB-ის ხელმძღვანელმა ანდრეი კოსტინმა გამოაცხადა, რომ Fraport მაინც გაყიდის თავის წილს.
თუმცა, ეს სწრაფად ვერ მოხერხდა, რადგან პუტინმა გერმანულ კომპანიას ჩამოართვა უფლება ბიზნესში თავიანთი წილი განკარგონ.
ახლა კი კომპანიამ Orbit Aviation LLC -თვის 25%-იანი წილის გაყიდვის ნებართვა მიიღო. გაზეთი ვედომოსტი წერს, რომ კომპანია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია რეგისტრირებული.
კონკრეტული პირობები, რომლითაც Fraport-მა გასვლის ნებართვა მიიღო, არ კონკრეტდება.
Fraport AG Frankfurt Airport Services Worldwide, საყოველთაოდ ცნობილი როგორც Fraport, არის გერმანული სატრანსპორტო კომპანია, რომელიც მართავს ფრანკფურტის აეროპორტს მაინის ფრანკფურტში და აქვს ინტერესები მსოფლიოს რამდენიმე სხვა აეროპორტის ოპერირებაში.