Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ოთხი მსხვილი ავი გადამზიდავი – Lufthansa, Swiss, Austrian Airlines და Brussels Airlines – მოკლე და საშუალო მანძილზე ფრენებისას ხელბარგის გადაზიდვის წესებს ცვლის. ახალი რეგულაციების თანახმად, მგზავრები, რომლებიც ყველაზე ბიუჯეტური, „ეკონომ“ ტარიფით სარგებლობენ, ბორტზე უფასოდ მხოლოდ ერთი მცირე ზომის ნივთის ატანას შეძლებენ.

დადგენილი ნორმის მიხედვით, უფასო ხელბარგის ზომები არ უნდა აღემატებოდეს 40 სმ-ს სიგრძეში, 30 სმ-ს სიგანეში და 15 სმ-ს სიმაღლეში. მსგავს პარამეტრებში, როგორც წესი, მხოლოდ ლეპტოპის ჩანთა ან მცირე ზომის ქალის ჩანთა თავსდება. ნებისმიერ სხვა შედარებით დიდ სამგზავრო ჩანთაზე ან მცირე ზომის ჩემოდანზე მგზავრებს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევთ.

აღნიშნული სიახლე სატესტო რეჟიმში ევროპის შიგნით 20 მიმართულებაზე ამოქმედდება. ახალი წესებით ბილეთების გაყიდვა 2026 წლის 28 აპრილიდან დაიწყება, თავად რეისები კი მაისიდან შესრულდება. წარმატებული ტესტირების შემთხვევაში, ავიაკომპანიები გეგმავენ, რომ ხელბარგის მსგავსი შეზღუდვები სხვა მარშრუტებზეც გაავრცელონ.