ევროპული აეროპორტები COVID-19-ის პანდემიის ფონზე არსებული ვითარების გაუარესების გამო შეშფოთებულნი არიან და ევროკავშირისგან დახმარებას ითხოვენ, განმარტავენ ევროპის საერთაშორისო აეროპორტების საბჭოში (ACI Europe).

”კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. სიტუაცია მოითხოვს სასწრაფო და გადამწყვეტი ზომების გატარებას ევროკავშირის დონეზე,” – განაცხადა ACI Europe-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივიე ჯანკოვეცმა.

მისი თქმით, აუცილებელია პროგრამების გაფართოება აეროპორტების თანამშრომლებთან მიმართებაში უმუშევრობისგან დაცვის შესახებ, ასევე აეროპორტებისთვის კომპენსაციის გადახდა მოგების დაკარგვის გამო.

”ევროპის აეროპორტის ინდუსტრიის ფინანსური მდგომარეობა უახლოეს კვირებში კიდევ უფრო გაუარესდება. ეს განპირობებულია ზოგიერთ ქვეყანაში ადგილობრივი შეზღუდვების ხელახალი დაწესებით”, აცხადებენ ACI Europe-ში, რომელიც ევროპის 46 ქვეყნის 500 აეროპორტს აერთიანებს.