2020 წელს საქართველოში, წინა წელთან შედარებით, 34 ათასით ნაკლები ფრენა შესრულდა, – ამის შესახებ Eurocontrol-ის ანგარიშშია საუბარი. 41 ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოში საავიაციო ტრაფიკი ყველაზე მეტად შემცირდა.
2019 წელთან შედარებით, ფრენების რაოდენობა 73%-თ იყო შემცირებული. ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებზე (საქართველო, ისრაელი, მაროკო) Eurocontrol-ი მიუთითებს, რომ მათთან საავიაციო ბაზრის „გამოცოცხლება“ ვერც ზაფხულის სეზონზე მოხდა.
Eurocontrol-ის ცნობით, ყველაზე ნაკლებად 2020 წელს ნორვეგია დაზარალდა, სადაც ფრენების რაოდენობამ 40%-ით დაიკლო. ყველაზე მეტი მგზავრი კი დიდმა ბრიტანეთმა დაკარგა – მგზავრთნაკადი 1.3 მილიონით შემცირდა.