ევროპული ავიაკომპანიების მგზავრებმა შესაძლოა 600 ევრომდე კომპენსაცია მიიღონ – იმ შემთხვევაში თუ მათი შუალედურ მარშრუტზე გადამყვანი ავიაკომპანია სამ საათზე მეტი ხნით დააგვიანებს ან ფრენას გადადებს.

აქამდე ფრენის დაგვიანებისთვის პრეტენზიის დაფიქსირება მხოლოდ იმ მგზავრებს შეეძლოთ, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრებოდნენ ან ჩამოდიოდნენ. გასულ კვირაში ევროკომისიის სასამართლომ  (ECJ) დაადგინა, რომ ამიერიდან კომპენსაცია შესაძლო მიიღონ მგზავრებმა, რომლებიც ევროპული ავიაგადამზიდავის ბილეთებს ყიდულობენ და ფრენის დაგვიანება გამოწვეულია ავიაკომპანიის ან მისი პარტნიორი კომპანიის მიზეზით.

მგზავრისათვის კომპენსაციის გადახდა მოხდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მარშრუტის მეორე ნაწილის  არაევროკავშირის ქვეყანაში დაფუძნებული ავიაკომპანია ასრულებს.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 11 მგზავრი, რომელთაც უმსხვილესი Czech Airlines-გან კომბინირებული ბილეთები შეიძინეს და პრაღიდან ბანგკოკის მიმართულებით აბუ-დაბის გავლით მიფრინავდნენ. თუმცა მოხდა ისე, რომ Etihad Airways-ის რეისის დაგვიანების გამო მგზავრებს აეროპორტში 8 საათზე მეტ ხანს მოუხდათ ლოდინი.

დაზარალებულმა მგზავრებმა სასამართლოს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ ჩეხურმა ავიაკომპანიამ მათ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.