ევროპულმა სამომხმარებლო ორგანიზაცია BEUC-მა 17 ავიაკომპანიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა „მწვანე რეცხვის“ გამო. ისინი ვალდებულნი არიან დაუბრუნონ თანხა მგზავრებს, რომლებმაც „გრინვოშინგისთვის“ გადაიხადეს.

BEUC სიაში შედის Lufthansa, Air France, KLM, Ryanair, SAS, Vueling, Wizz Air და სხვები. მათ ბრალი ედებათ „არასამართლიან კომერციულ პრაქტიკაში“.

„მოვუწოდებთ ამ საკითხზე საერთო ევროპული გამოძიების ჩატარებისკენ და დაინტერესებულ ავიაკომპანიებს – და მთელ სექტორს – შეწყვიტონ განცხადებების გაკეთება, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შთაბეჭდილებას, რომ ფრენა მდგრადია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ბოლო წლების განმავლობაში, ავიაკომპანიებმა სულ უფრო და უფრო დაიწყეს „მწვანე ტარიფის“ შეთავაზება მოკლე მანძილის ფრენებზე. დამატებითი საფასურის სანაცვლოდ მგზავრს შეუძლია „CO2-ის გამონაბოლქვის განეიტრალება“. მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია – ავიაციის დეკარბონიზაციის ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში არ გახდება ფართომასშტაბიანი რეალობა.