ACI EUROPE-ის მონაცემებით, ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისი კვლავ ლიდერთა შორისაა. საუბარია აეროპორტებზე, რომელთა წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონ მგზავრზე ნაკლებია.
იანვარ-მარტში, წინა წლის ანალიგიურ პერიოდთან შედარებით, ქუთაის საერთაშორისო აეროპორტში ზრდა 101 პროცენტს შეადგენს, რაც მხოლოდ იტალიურ ტარანტოზე (152.5%) ნაკლებია.
მარტის თვეში კი ქუთაისის აეროპორტში მგზავრების რაოდენობის ზრდა 82.8 პროცენტს შეადგენს, რაც მეოთხე შედეგია.
ACI EUROPE-ის პრესრელიზში საუბარია საქართველოს აეროპორტებში წელს დაფიქსირებულ ორნიშნა ზრდაზე, ასევე მითითებულია თბილისის აეროპორტში პირველ კვარტალში დაფიქსირებული მგზავრთნაკადის 11.2-პროცენტიანი ზრდა.