ევროპის უმსხვილესმა „ლოუკოსტერმა“, ირლანდიურმა Ryanair-მა რესტრუქტურიზაციის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მესამე კვარტალი (31 დეკემბერს დასრულდა) 20 მლნ ევროს მოცულობის ზარალით დაასრულა.
„შემდეგ 12 თვეში Ryanair Holdings-ი IAG-ის [International Airlines Group, холдинг Aer Lingus, British Airways, Iberia და Vueling] მსგავსად სტრუქტურის ფორმირებას მოახდენს. მცირე რიცხოვანი ტოპ-მენეჯერების კონტროლის ქვეშ შეიქმნება 4 საავიაციო განყოფილება: Ryanair DAC, Laudamotion, Ryanair Sun და Ryanair UK, რომელთაც ყველას თავისის გენერალური დირექტორი და მენეჯერი ეყოლება. ჰოლდინგური კომპანია ორიენტირებული იქნება კაპიტალის განაწილებაზე, ხარჯების შემცირებაზე, თვითმფრინავების შეძენაზე“, აღნიშნულია ჰოლდინგური კომპანიის განცხადებაში, რომელსაც Ryanair-ის ამჟამინდელი გენერალური დირექტორი მაიკლ ო’ლირი.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის კვარტალური შემოსავალი 9%-ით 1.53 მლრდ ევრომდე გაიზარდა, ხოლო მგზავრთნაკადი 8%-ით 32,7 მლნ მგზავრამდე.