ევროპის ყველაზე მონახულებადი 10 ქალაქიდან საქართველოს 8 ქალაქთან პირდაპირი ფრენები უკვე აქვს, ხოლო მეცხრე ქალაქთან (ვენეცია) პირდაპირი ავიამიმოსვლა 2020 წლის ივნისიდან დაიწყება.
ევროპაში ყველაზე მონახულებად ქალაქად ლონდონი დასახელდა. თავად ლონდონში კი ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობად კი ბიგ-ბენი, “ლონდონის თვალი” და ბაკინგემის სასახლეა მიჩნეული. ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10-ში მეორე ადგილზე პარიზია.
ტურისტული გამოცემა Big 7 Travel-ის ვერსიით, ევროპის ყველაზე მონახულებადი ქალაქების TOP-10 ასე გამოიყურება:
1. ლონდონი, ინგლისი – 19 827,8 მლნ ტურისტი წელიწადში.
2. პარიზი, საფრანგეთი – 15 834,2 მლნ ტურისტი წელიწადში.
3. რომი, იტალია – 9 531,6 მლნ ტურისტი წელიწადში.
4. პრაღა, ჩეხეთი – 8 806,7 მლნ ტურისტი წელიწადში.
5. ამსტერდამი, ნიდერლანდები – 7848,0 მლნ ტურისტი წელიწადში.
6. ბარსელონა, ესპანეთი – 6530,1 მლნ ტურისტი წელიწადში.
7. მილანი, იტალია – 6 347,9 მლნ ტურისტი წელიწადში.
8. ვენა, ავსტრია – 6067,1 მლნ ტურისტი წელიწადში.
9. ვენეცია, იტალია – 5 316,4 მლნ ტურისტი წელიწადში.
10.მადრიდი, ესპანეთი – 5275,2 მლნ ტურისტი წელიწადში.