ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა, რომელიც ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს ლიდერობდა, პოზიციები დათმო და დატვირთულობის 73%-ის დაკარგვით და 22.1 მლნ მგზავრის მომსახურებით “ყველაზე დატვირთული აეროპორტების” რეიტინგში მეორე პოზიციაზეა
2020 წლის შედეგების ევროპის ყველაზე დატვირთული აეროპორტი “სტამბოლი” გახდა. აეროპორტმა უკან ჩამოიტოვა ლონდონის ჰითროუს აეროპორტი (LHR), რადგანაც “სტამბოლი” (IST) 2020 წელს 23.4 მლნ მგზავრს მოემსახურა.
ყველაზე დატვირთული ევროპული აეროპორტების რეიტინგში მესამე პოზიციაზე პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტია (CDG), რომელიც 2020 წელს 21,1 მგზავრს მოემსახურა. მეოთხე პოზიციაზე მოხვდა ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტი (AMS). სხიპჰოლის აეროპორტმა 2020 წელს 20.9 მლნ მგზავრი გაატარა.