2023 წელს ევროპაში გრძელმაგისტრალურ ფრენებზე ბილეთების ღირებულების გაზრდაა მოსალოდნელი, მათ შორის შიდარეგიონულ მარშრუტებზე ბიზნეს კლასის ბილეთები 6%-ით გაძვირდება. ამის შესახებ Air Monitor-ის ანგარიში წერია, რომელიც American Express Global Business Travel-მა მოამზადა.
წლიური პროგნოზი აერთიანებს საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) დაჯავშნის მოთხოვნის მონაცემებს და ითვალისწინებს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე.
ექსპერტების აზრით, ენერგომატარებლების ფასების ზრდა და მაღალი ინფლაცია რთულ პირობებს უქმნის საავიაციო ინდუსტრიას მთელს ევროპაში და მიუხედავად იტალიასა და გერმანიაში მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნისა, ავიაბილეთების ფასი გაიზრდება.
საქმიანი მოგზაურების მიერ ევროპიდან აზიის ყველაზე მოთხოვნად მარშრუტებზე ავიაბილეთის ყველაზე დიდი წლიური ზრდა დაფიქსირდება: ბილეთების ფასები გაიზრდება 7,8%-ით, ძირითადად აეროპორტის ტევადობის შემცირებისა და რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო.
მოსალოდნელია, რომ კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან და ახლო აღმოსავლეთთან ევროპის დამაკავშირებელი ფრენების რაოდენობა შესაბამისად 7.4%-ით და 7.5%-ით გაიზრდება, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკისა და აფრიკის მიმართულებით ფრენები გაძვირდება 4.6%-ით და 4.9%-ით.
ფასების ზრდა განპირობებულია საწვავის მაღალი ფასებით, შემცირებული გამტარუნარიანობით, ასევე ამ ქვეყნებში ეროვნული გადამზიდავების დომინირებით. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია ევროსა და ფუნტის დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში, ნათქვამია მოხსენებაში.
გლობალურ ტენდენციებს, რომლებიც განსაზღვრავს ფასების დინამიკას 2023 წელს, ექსპერტებმა მიაწერეს კონტრაქტის ახალი პირობები, რადგან გადამზიადავების მიზანია მომგებიანობის დაბრუნება. გარდა ამისა, ავიაკომპანიებსა და აეროპორტებში მუშახელის დეფიციტი, 2019 წლის დონესთან შედარებით აეროპორტის ტევადობის შემცირება და გადამზიდავების მიერ დაწესებული საწვავის გადასახადი ასევე გავლენას ახდენს ფასებზე.