SkyTeam-მა, რომელიც წარმოადგენს Air France-ს, Delta Air-სა და Scandinavian Airlines-ს, ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას მაღალ ჩქაროსნულ სარკინიგზო კომპანია Eurostar-თან. 2025 წლის დასაწყისიდან ავიაკომპანიის მგზავრებს, ერთი ჯავშნის ფარგლებში, შეეძლებათ თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთების შეძენა.
SkyTeam-ის ალიანსში ასევე შედის Air Europa, China Airlines, Czech Airlines, ITA Airways, Vietnam Airlines, Virgin Atlantic და მრავალი სხვა ავიაკომპანია.
ახალი შეთანხმება ეფუძნება KLM Royal Dutch Airlines-სა და Eurostar-ს შორის არსებულ შეთანხმებას, რომლის თანახმად, მატარებლის ბილეთები ავტომატურად შედის ავიაბილეთის ჯავშანში, თუ კი მაგალითად მგზავრი ბრიუსელ-მიდის ან ანტვერპენის ცენტრალური სადგურიდან მიემგზავრება აეროპორტში, რათა შემდგომ SkyTeam-ში შემავალი ავიაკომპანიების სერვისებით ისარგებლონ.
„Eurostar-თან, როგორც ჩვენს პირველ არა-ავიაკომპანიასთან პარტნიორობა ხაზს უსვამს SkyTeam-ის ვალდებულებას უზრუნველყოს უფრო ინტეგრირებული და საიმედო მოგზაურობის გამოცდილება ინტერმოდალური მოგზაურობის ჩართვის გზით“, – თქვა SkyTeam-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ რუმ.