2023 წლის ბოლო თვეებში ევროპაში სერვისული აპარტამენტების ფასები შემცირდა და ეს ტენდენცია  მომავალი წლის დასაწყისშიც გაგრძელდება, ამბობენ SilverDoor-ის ექსპერტები.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, გლობალური საშუალო დღიური განაკვეთები (ADR) რეგიონში 7,9%-ით, ღამეში  173,5 ფუნტიდან 159,7 ფუნტამდე  დაეცა, რაც მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. SilverDoor-ის მიხედვით: ისინი ხედავენ “მოთხოვნის უმნიშვნელო ვარდნას მთელ ევროზონაში”.

მაგალითად, 2024 წლის იანვარში, ლონდონში ერთოთახიანი ბინის ღირებულება იქნება საშუალოდ 177 ფუნტი ერთ ღამეში (190 ფუნტი 2023 წლის იანვარში). იმავდროულად, ამსტერდამში ფასები დარჩება იმავე დონეზე წლის განმავლობაში: 155 ფუნტი 2024 წლის იანვარში, 2023 წლის დასაწყისში 154 ფუნტთან შედარებით.
კლებადი ან სტატიკური ფასების ამ ტენდენციის გამონაკლისი იქნება პარიზი, სადაც 2024 წლის დასაწყისისთვის აპარტამენტების ფასები ზრდას გააგრძელებს, რადგან ქალაქი ოლიმპიური თამაშების მასპინძლობისთვის ემზადება. იანვარში ADR საფრანგეთის დედაქალაქში დაახლოებით 150 ფუნტი იყო, ივლისსა და აგვისტოში, არსებული პროგნოზით, 400 ფუნტამდე გაიზრდება.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ EMEA-ს რეგიონში ღამისთევების საშუალო ხანგრძლივობა მეოთხე კვარტალში დაეცა დაახლოებით 20%-ით წინა სამ თვესთან შედარებით, რადგან „გადაადგილების პიკური სეზონი დასრულდა“.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეკონომ კლასის ბინების სექტორი 2024 წელს გაიზრდება: ახლა არის „მოთხოვნისა და ინვესტიციების შესამჩნევი ზრდა“. ასეთი ბიუჯეტის აპარტამენტების ფასები დიდი ალბათობით 15-20%-ით დაიკლებს.