ევროპაში მგზავრთნაკადი უკვე იმ დონეზეა, როგორც ეს 2019 წელს, პანდემიამდე იყო. აღნიშნული მაჩვენებლები 2024 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დაიდო. განცხადება ამის შესახებ კი ევროპის აეროპორტების საერთაშორისო საბჭომ გააკეთა.
წლის პირველ ნახევარში მგზავრთნაკადი გასულ წელთან შედარებით 9%-ით გაიზარდა. ხოლო 2019 წლის დასაწყისთან შედარებით მგზავრთნაკადი 0.4%-ით გაიზარდა. აეროპორტების ინდუსტრიამ პანდემიის გამო გამოწვეული კრიზისი უკვე დაძლია.
მაგრამ აეროპორტების საერთაშორისო საბჭო ამბობს, რომ სამგზავრო მიმოსვლა ძალიან ფრაგმენტირებულია. 2024 წლის ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა აღადგინა მგზავრთნაკადი და დაუბრუნდა 2019 წლის მაჩვენებლებს.