გასულ წელს ევროპაში კერძო თვითმფრინავებით ფრენების რაოდენობა 64%-ით გაიზარდა და რეკორდულ 572,8 ათასს მიაღწია.ასეთი მონაცემები გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია Greenpeace-მა გამოაქვეყნა, რომელიც შეშფოთებულია ატმოსფეროში თვითმფრინავებიდან გამონაბოლქვის გაზრდით. ამრიგად, საერთო ჯამში, საქმიანი თვითმფრინავების ემისია თითქმის 3,4 მილიონი ტონა CO2-ს შეადგენს.

„კერძო თვითმფრინავებით მგზავრობის საგანგაშო ზრდა ეწინააღმდეგება კლიმატის ყველა კვლევას, რომელიც გვეუბნება, რომ კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სასწრაფოდ უნდა შევამციროთ CO2 გამონაბოლქვი“, – თქვა Greenpeace-ის აქტივისტმა კლარა მარია შენკმა.

Greenpeace ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წელს ევროპაში საქმიანი თვითმფრინავების ფრენების 55% 750 კმ-ზე ნაკლები იყო, დისტანციები, რომლებიც კონსერვატორების თქმით, ადვილად შეიძლება დაიფაროს სხვა, უფრო მწვანე ტრანსპორტით. კერძო თვითმფრინავების ყველაზე პოპულარული მიმართულებებია პარიზი-ლონდონი, ნიცა-ლონდონი და პარიზი-ჟენევა

ბიზნეს საავიაციო ბაზარმა ზრდა პანდემიის დაწყებისთანავე დაიწყო, როდესაც მოქმედებდა სხვადასხვა შეზღუდვები და მკვეთრად შემცირდა კომერციული ფრენების რაოდენობა. თუმცა, მან ზრდა გასულ წელსაც გააგრძელა, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების უმეტესობა მოიხსნა