თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა ევროპაში ავარეისების რაოდენობით მეორე ადგილი დაიკავა. EUROCONTROL-ის მონაცემებით, თურქეთის ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა 23-დან 29 აგვისტოს ჩათვლით დღე-ღამეში 1 322 რეისი განახორციელა.
ავიარეისების რაოდენობის მხრივ საანგარიშო პერიოდში პირველი ადგილი ირლანდიურმა “ლოუქოსტერმა” Ryanair დაიკავა, რომელმაც დღე-ღამეში 2 318 რეისი შეასრულა.
რეიტინგში მესამე ადგილზე კი ბრიტანული “ლოუქოსტერი” Easyjet-ი გავიდა დღე-ღამეში შესრულებული 1 186 რეისით.