ევროპარლამენტმა (EP) დაამტკიცა თავისი პოზიცია ევროკავშირში თვითმფრინავებისა და აეროპორტების მიერ ეკოლოგიურად სუფთა საწვავის გამოყენების ზრდის შესახებ, რათა 2050 წლისთვის გამონაბოლქვი შემცირდეს და უზრუნველყოფილ იყოს ევროპის კლიმატის ნეიტრალიტეტი.
“ავიაცია არის ერთ-ერთი ყველაზე რთული სექტორი ნახშირბადის ემისიების დასაძლევად. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ როგორ გავაკეთოთ ეს და გავუგზავნეთ ძლიერი და ამბიციური გზავნილი ევროპის მოქალაქეებს. მოვისმინეთ თქვენი მოწოდება კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპა მართლაც ეკოლოგიური გახდეს“, – განაცხადა ევროპარლამენტის სპიკერმა, დანიელმა დეპუტატმა სორენ გეიდმა.
ამრიგად, ევროპარლამენტის დეპუტატებმა გაზარდეს მოთხოვნები – ევროკომისიის (EC) თავდაპირველ წინადადებასთან შედარებით – ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავის მინიმალურ წილზე, რომელიც უნდა იყოს ევროკავშირის აეროპორტებში.
„2025 წლიდან ეს წილი უნდა იყოს 2%, 2040 წლისთვის უნდა გაიზარდოს 37%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის 85%-მდე, ელექტროენერგიისა და წყალბადის პოტენციალის გათვალისწინებით საწვავის მთლიან ნარევში“, – ნათქვამია ევროპარლამენტის კომუნიკეში.
თავის მხრივ, ევროკომისიამ შესთავაზა 32%-ი 2040 წლისთვის და 63%-ი 2050 წლისთვის.
ევროპელი პარლამენტარების აზრით, „გამოყენებული კულინარიული ზეთი, სინთეზური საწვავი, ან თუნდაც წყალბადი თანდათან უნდა იქცეს ნორმად, როგორც საავიაციო საწვავი, რათა დაეხმაროს ევროკავშირს კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევაში 2050 წლისთვის“.
პარლამენტმა ასევე გააკეთა საკუთარი ფორმულირება „მდგრადი საავიაციო საწვავის“ განმარტებაზე. ტერმინი მოიცავს სინთეზურ საწვავს, ზოგიერთ ბიოსაწვავს, რომელიც მიიღება სოფლის მეურნეობის ან ტყის ნარჩენებისგან, წყალმცენარეებისგან, ბიონარჩენებისგან ან გამოყენებული კულინარიული ზეთისგან.
დეპუტატებმა თავიანთ განმარტებაში შეიტანეს გადამუშავებული ნახშირბადის საწვავი, მიღებული ნარჩენების ტექნიკური და გამონაბოლქვი აირებიდან, რომლებიც წარმოიქმნება სამრეწველო ქარხნებში წარმოების პროცესში. ისინი ასევე ვარაუდობდნენ, რომ ზოგიერთი ბიოსაწვავი, რომელიც დამზადებულია ცხოველური ცხიმებისგან ან დისტილატებისგან, შეზღუდული პერიოდით 2034 წლამდე შეიძლება საავიაციო საწვავში შევიდეს.
ევროპარლამენტის პროექტის მიხედვით, ევროკავშირის აეროპორტებმა ხელი უნდა შეუწყონ თვითმფრინავების ოპერატორების მდგრად საავიაციო საწვავზე წვდომას, წყალბადის საწვავის და ელექტრო დამუხტვის ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის ჩათვლით.