ევროკომისია ინიციატივით გამოვიდა, ევროკავშირისთვის ერთიანი კრიტერიუმების შემოღება მოხდეს, რომელთა მიხედვით ქვეყნებს შორის მოგზაურობა შეიძლება შეიზღუდოს.
ყველა სახელმწიფო 4 ზონად დაიყოფა – წითელი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და მწვანე, რაც დამოკიდებული იქნება COVID-19-ზე ჩატარებული ტესტების რაოდენობაზე, გამოვლენილი შემთხვევების პროცენტულ მაჩვენებელზე და შემთხვევათა რაოდენობაზე 100 ათას მოსახლეზე.
სტანდარტულად, ვარაუდობენ, რომ თითოეული ქვეყანა კვირაში 100 ათასი მოსახლეზე მინიმუმ 250 ტესტს უნდა აკეთებდეს.
მწვანე ზონაში შევა ქვეყნები, სადაც ტესტის დადებითი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი 3%-ზე ნაკლებია, ხოლო შემთხვევების რაოდენობა 14 დღის მანძილზე 100 ათას მოსახლეზე 25-ზე ნაკლებია. მწვანე ზონის ქვეყნებს შორის სამგზავრო შეზღუდვები იქნება მოხსნილი.
ნარინჯისფერ ზონას შეიძლება მიაკუთვნონ რეგიონები, სადაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში გამოვლენილი COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა არ აღემატება 100 ათას მოსახლეზე 50 ინფიცირებულს, ხოლო დადებითი შედეგების რაოდენობა 3%-ს არ აღემატება.
სხვა წინადადების თანახმად, ნარინჯისფერ ზონაში შეიძლება მოხვდნენ ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19 ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 25-დან 150-მდეა, თუ დადებითი შედეგების პროცენტული მაჩვენებელი არ აღემატება 3% -ს.
ნაცრისფერი ზონა უნდა მოიცავდეს რეგიონებს, საიდანაც 7 დღის განმავლობაში არასაკმარისი ინფორმაციაა მიღებული ან ტესტირების დონე 100 ათას მოსახლეზე 250-ზე ნაკლებია.
წითელ ზონაში შევა ქვეყნები, სადაც შემთხვევათა რაოდენობა 14 დღეში 100 ათას მოსახლეზე აღემატება 50 შემთხვევას, ხოლო დადებითი ტესტების პროცენტული მაჩვენებელი 3% ან მეტია, ან ახალი შემთხვევების რაოდენობა 150-ზე მეტია 100,000 მოსახლეზე.
ევროკომისიის ინიციატივით, ნარინჯისფერი ზონის ქვეყნების მოსახლეობამ სხვა ქვეყანაში გამგზავრებისათვის სავალდებულო ტესტირება უნდა ჩაიტაროს, რაც საკუთარ ქვეყანაში გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ან კონკრეტულ ქვეყანაში ჩასვლისთანავე უნდა ჩაიტაროს.
წითელი ან ნაცრისფერი ზონის ქვეყნების მოგზაურთათვის, კარანტინში განთავსება ან ჩამოსვლისთანავე ტესტირება შეიძლება გახდეს სავალდებულო. ამ შემთხვევაში, ბოლო ვარიანტი განიხილება, როგორც პრიორიტეტული.
ასევე, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და წითელი ზონებიდან მგზავრებისთვის დაგეგმილია კითხვარის დანერგვა.
წარმოდგენილი ცვლილებით, მნიშვნელოვანი პროფესიის მუშაკები, რომლებიც მივლინებაში მიემგზავრებიან, ასევე სტუდენტები და ჟურნალისტები უნდა გაათავისუფლონ საკარანტინე ვალდებულებებისგან.