EES-ის (The Entry/Exit System) ძალაში შესვლის თარიღი კვლავ გადაიდო: ევროკავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა, რომ ამ მხრივ 2024 წელს სიახლეები არ უნდა იყოს მოსალოდნელი.
EES არის ავტომატური რეგისტრაციის სისტემა მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ჩადიან მოკლევადიანი ვიზებით ან უვიზოდ.
სისტემის დანერგვის შემდეგ ყველა მოგზაური, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლა შეუძლია, აღნიშნულ სისტემაში უნდა დარეგისტრირდეს.
ვებგვერდზე, რომელიც შეიცავს EES-თან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას, წერია, რომ სისტემა 2025 წელს უნდა ამოქმედდეს, მაგრამ არ არის მოწოდებული დეტალები იმის შესახებ, თუ რომელი ნაწილის ძალაში შესვლაა იგეგმება მომავალი წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ დამატებითი ინფორმაცია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა საბჭოს მოახლოებული სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება.
EES-ის გაშვება უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო მონაცემებით, ევროკავშირი სისტემის დანერგვას 2024 წლის შემოდგომაზე გეგმავდა. თუმცა, პროცესში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემების გამო, ევროკავშირმა განაცხადა, რომ განხორციელება გაურკვეველი დროით გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ EES-ის გაშვება უკვე რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო მონაცემებით, ევროკავშირი სისტემის დანერგვას 2024 წლის შემოდგომაზე გეგმავდა. თუმცა, პროცესში წარმოქმნილი გარკვეული პრობლემების გამო გაურკვეველი დროით გადაიდო.