60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს ევროკავშირში შესვლისას დამატებითი მოსაკრებლის, 7 ევროს გადახდა მოუწევს, ამას ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ ახალი უსაფრთხოების სისტემის ამოქმედება. მოსაკრებლისგან თავისუფალდებიან 18 წლამდე და 70 წელს გადაცილებული ადამიანები.
ETIAS (European Travel Information and Authorisatio System) სისტემას ევროკავშირი 2021 წლიდან დანერგავს და ითვალისწინებს უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გარკვეული საფასურის დაწესებას. სისტემის დანერგვა ევროპაში უსაფრთხოების ამაღლებას უკავშირდება და ის 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეს შეეხება, მათ შორისაა უკრაინა, აშშ, კანადა, ავსტრალია და სხვა.
სისტემის ამოქმედებისას, მოქალაქეს ETIAS ვებ-გვერდზე ანკეტის შევსება მოუწევს – პირადი მონაცემები, პასპორტის ნომერი, ევროპის იმ ქვეყნის სახელწოდება, რომელსაც სტუმრობს, კონფლიქტების ზონაში ყოფნასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დეპორტაციაზე ინფორმაცია და სხვა.
სწორედ განაცხადის დამუშავება ჯდება 7 ევრო.
ანკეტა ავტომატურ რეჟიმში დამუშავდება, ტურისტი დასტურს ან უარყოფას რამდენიმე წუთში მიირებს.
ნებართვა ტურისტმა საზღვრის გადაკვეთისას, მესაზღვრეს უნდა წარუდგინოს. ამის შემდეგ, კი ქვეყანაში შესვლის გადაწყვეტილებას, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი იღებს.
ETIAS სისტემაში დადასტურებულ ნებართვას 3 წელი აქვს ვადა. 7 ევროს გადახდაც პირს, რომელიც შენგენის ზონაში შესასვლელად, სამ წელიწადში ერთხელ სჭირდება.