20 ევროპული ეკო-ორგანიზაცია ახალი პეტიციისთვის, ხელმოწერების შესაგროვებლად, გაერთიანდა. სათანადო ხელმოწერების და მისი დამტკიცების შემთხვევაში ავიაკომპანიები, რომლებიც “ბინძურ” საწვავს (ქვანახშირი, ნავთობი და სხვა) იყენებენ, ევროკავშირში რეკლამის განთავსებას ვეღარ შეძლებენ.
ანალოგიური პროექტი ამსტერდამში უკვე განხორციელდა. მისი დანერგვას განიხილება ასევე საფრანგეთისა და შვედეთის ზოგიერთ ქალაქში. თუმცა აქტივისტები აკეთებენ მოწოდებებს, რომ აკრძალვა ევროკავშირის ყველა ქვეყანაზე გავრცელდეს. ამით მათ სურთ ავიაკომპანიებს “სუფთა” ეკოლოგიური საწვავის გამოყემებისკენ მოუწოდონ
ევროპელებს ინიციატივის მხარდასაჭერად ერთი წელი ექნებათ. თუ პეტიციას, ევროკავშირის 7 წევრი სახელმწიფოს მაცხოვრებლებისგან, მილიონზე მეტი ხელმოწერა ექნება, პროექტი ევროკომისიას განსახილველად წარედგინება. ევროკომისიის შემდეგ კი ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს.