ევროკავშირში 2024 წელს კომერციული ფრენების რაოდენობამ 6,7 მილიონი შეადგინა, რაც 5,8%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებლებთან შედარებით. 2019 წლის წინანდელ პერიოდში ეს მაჩვენებელი 7 მილიონს შეადგენდა.
არაგეგმიური ფრენები, როგორიცაა ჩარტერები, ფრენების მთლიანი რაოდენობის 8,7%-ს შეადგენს. უფრო მეტიც, მაქსიმუმი დაფიქსირდა ზაფხულის თვეებში: ივნისში მათი წილი 10.3% იყო, ივლისში – 10.7%, აგვისტოში – 10.1%.
გასულ წელს ყველაზე მეტი ფრენა ამსტერდამის აეროპორტმა Schiphol-მა განახორციელა (484 ათასი). შემდეგ მოდის პარიზის შარლ დე გოლი (463 ათასი) და ფრანკფურტის აეროპორტი (437 ათასი). ყველაზე დატვირთული აეროპორტების ათეულში ასევე შედის მადრიდი, ბარსელონა, მიუნხენი, რომი, ათენი, ვენა და დუბლინი.
ევროსტატის კომერციული საჰაერო მოგზაურობის კონცეფცია მოიცავს სამგზავრო, სატვირთო და საფოსტო ფრენებს.