ევროკომისია შენგენის ვიზების ღირებულების 12%-ით გაზრდის ინიციატივით გამოვიდა. თუ ინიციატივას ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა დაამტკიცებს, ახალი სავიზო მოსაკრებელი ძალაში წელს შევა.
ამრიგად, ვიზის ფასი შესაძლოა გახდეს 90 ევრო 80 ევროს ნაცვლად, 45 ევრო ბავშვებისთვის. ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არ არიან ითანამშრომლონ ევროკავშირთან შენგენის ქვეყნებიდან დეპორტირებული ან სავიზო რეჟიმის დამრღვევი მოქალაქეების დაბრუნების საკითხზე.
ევროკომისია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ განიხილავს სავიზო მოსაკრებელს.