16 სექტემბერს ევროკავშირმა შეცვალა შინაური ცხოველების (კატების, ძაღლების) ტრანსპორტირების წესები: ახლა ცხოველთა მფლობელებს მოუწევთ ცოფის ანტისხეულების ტესტის წარდგენა, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
ტესტის ჩასატარებლად შესაფერისი ლაბორატორიების სია გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ცოფის ანტისხეულებზე ტესტირების ბოლო ვადა დადგენილია ვაქცინაციის შემდეგ არა უადრეს 30 დღისა, ხოლო ევროკავშირის საზღვრის გადაკვეთის დაგეგმილ თარიღამდე 90 დღით ადრე.
ასევე, კატასთან ან ძაღლთან ერთად საზღვრის გადაკვეთისას დაგჭირდებათ წარმოადგინოთ სპეციალური ვეტერინარული პასპორტი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის სტანდარტებს. გარდა ამისა, სავალდებულო პირობაა შინაურ ცხოველს ჰქონდეს საიდენტიფიკაციო მიკროჩიპი ან ტატუ.