ევროპაში  Entry/Exit System-ის (EES) გაშვების საბოლოო თარიღი დაადგინეს.ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ სისტემა 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება.

EES ჩაანაცვლებს პასპორტებში ბეჭდის ხელით ჩარტყმის პროცესს და ჩაიწერს მოგზაურის სახელს, სამგზავრო დოკუმენტის ტიპს, ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება) და ევროკავშირიდან შესვლისა და გასვლის თარიღსა და პუნქტს.

თავად პროცესი შეიძლება დაჩქარდეს, თუ წინასწარ დაარეგისტრირებთ თქვენს მონაცემებს. ეს შეიძლება გაკეთდეს თუ თქვენს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არსებობს თვითმომსახურების ტერმინალი. ასევე მობილური აპლიკაციით, თუ იგი მოწოდებულია ჩამოსვლის ან გამგზავრების ქვეყნის მიერ.

თუ ტურისტი რამდენჯერმე გადაკვეთს საზღვარს, მისი პერსონალური მონაცემები შეინახება EES-ში. მესაზღვრეს მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდების სკანირება და ფოტოს გადაღება მოუწევს, რაც საგრძნობლად დააჩქარებს კონტროლის პროცედურების გავლას.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოგზაურს, რომელიც არაერთხელ კვეთს ევროკავშირის საზღვრებს და არ აქვს შემოსვლაზე ბარიერი, შეძლებს გაიაროს ავტომატური სასაზღვრო კონტროლი ოფიცრის მონაწილეობის გარეშე.

კომისრის თქმით, სისტემა გავლენას მოახდენს დაახლოებით 700 მილიონ ადამიანზე, რომლებიც ყოველწლიურად მიემგზავრებიან ევროპაში. „ამავდროულად, ეს 450 მილიონ ევროპელს თავს უფრო დაცულად აგრძნობინებს“, – თქვა ილვა იოჰანსონმა.

EES-ში რეგისტრაციისგან თავისუფლდებიან: ევროკავშირის მოქალაქეები, ევროკავშირის ბინადრობის ნებართვისა და ევროკავშირის გრძელვადიანი ვიზების მფლობელები.