ევროკავშირი შესვლის/გასვლის ახალ სისტემას (EES) ნერგავს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ავტომატიზებულ რეგისტრაციას გულისხმობს, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის პასპორტი გარე საზღვრების გადაკვეთისას. ის ამოქმედდება მიმდინარე წლის მეორე ნახევარში და გავლენას მოახდენს როგორც მოგზაურებზე, რომლებსაც სურთ მოკლევადიანი ვიზაზე განაცხადის გაკეთება, ასევე მათ, ვინც არ არის დაინტერესებული დოკუმენტის მოპოვებით.
EES შეიცავს პერსონალურ მონაცემებს და ინფორმაციას ევროპაში ჩასული თითოეული უცხოელის მოგზაურობის მიზნის, ადგილისა და ხანგრძლივობის შესახებ. თავდაპირველი შესვლისას მოგზაურს ასევე მოეთხოვება თითის ანაბეჭდების სკანირება და ფოტოს გადაღება. ეს ინფორმაცია სისტემაში შეინახება სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ავტომატურად წაიშლება.
ევროპული მედია იუწყება, რომ ავტომატური პლატფორმა 6 ოქტომბერს, 2024 წლის ოლიმპიადის შემდეგ ამოქმედდება.
ირკვევა, რომ 2023 წელს ელისეის სასახლემ სთხოვა ბრიუსელს, გადაედო EES-ის ამოქმედება მომავალი ოლიმპიადის გამო, რაც გამოიწვევს უცხოელი ვიზიტორების დიდ ნაკადს. დიდი ალბათობით, ევროკავშირი პარიზს თხოვნას გაგებით მოეკიდა.
ახალი სისტემის დანერგვის შემდეგ ბიომეტრიული პასპორტის გარეშე ევროკავშირში შესვლა შეუძლებელი იქნება.