ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს კოვიდსტატუსის QR კოდების აღიარება რამდენიმე დღეში მოხდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკითხზე სხვადასხვა სამინისტროები აქტიურად მუშაობენ. 

“ჯანდაცვის სამინისტროს IT სამსახური, საგარეო და იუსტიციის სამინისტროები მუშაობენ. მე როგორც ვიცი, დაახლოებით 10 დღეში უკვე უნდა მიუერთდეს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.