ჰენრიკ ჰოლოლეი, ტრანსპორტის უფროსმა სპეციალისტმა, რომელიც წარმოადგენს ესტონეთს ევროკომისიაში, განაცხადა, რომ საავიაციო ინდუსტრია არ ელის დაგვიანებული ფრენების სიტუაციის სწრაფ გაუმჯობესებას.
როგორც ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, “თქვენ უნდა მოემზადოთ იმისთვის, რომ ფრენებთან დაკავშირებით სიტუაცია არ იქნება ისეთივე, როგორც პანდემიის დროს”. ”აზრი არ აქვს დაპირებას, რომ ხვალ ან ორ კვირაში ყველაფერი გაუმჯობესდება,” – დასძინა მან.
მისი თქმით, ევროპაში დასვენების სეზონი ახლა იწყება და ივლისი-აგვისტო ორი ყველაზე დატვირთული თვეა საჰაერო მგზავრობის მხრივ: “პიკი ჯერ კიდევ წინ არის, ახლა საშუალოდ დღეში 30 600 ფრენა გვაქვს, ეს მაჩვენებელი გაიზრდება მთელი ზაფხულის განმავლობაში და გავლენას მოახდენს ფრენის მთელ ციკლზე”.
ჰოლოლეიმ აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები გამოწვეულია საერთაშორისო ავიაკომპანიების მიერ ფრენების მასობრივი გაუქმებით, მათი მომსახურების შეუძლებლობის გამო.
“ყველაფერზე მეტი, არის ფრენის კონტროლის პრობლემები, რაც, თავის მხრივ, იწვევს დამატებით შეფერხებებს და ზრდის ამ დომინოს ეფექტს და, რა თქმა უნდა, მფრინავების და ავიაკომპანიის თანამშრომლების გაფიცვები”- ჩამოთვალა ხოლოლეიმ.
ევროკომისიის მაღალჩინოსანმა სიტუაციას უწოდა “იდეალური ქარიშხალი”: “მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ქარიშხლის ცენტრში არის მგზავრი, რომელიც რამდენიმე წელია ელოდება მოგზაურობის შესაძლებლობას”.
ვითარება ყველაზე დრამატულია ამსტერდამში, დუბლინში და ფრანკფურტში, თქვა ჰოლოლიმ, ხოლო ჰელსინკი, ფიუმიჩინო რომში და ბარახასი მადრიდში საუკეთესო მდგომარეობაში არიან.
კითხვაზე, თუ რა შეუძლია გააკეთოს ევროკომისიამ პრობლემების გადასაჭრელად, ჰოლოლიმ თქვა, რომ რადგან აეროპორტები და ავიაკომპანიები კერძო კომპანიებია და უსაფრთხოების პროცედურები დიდწილად სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა, ევროკავშირის როლი ძირითადად ინფორმაციის გაზიარებაა.